- პროექტის სახელწოდება - ,,სტუმრად ოპერაში’’
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) - ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ,,აბესალომ და ეთერი’’
ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა, მისი უკვდავი ოპერების აზრთა წვდომა. საყოველთაოდ აღიარებულია ზ. ფალიაშვილის - კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და ფოლკლორისტიკის უდიდესი მნიშვნელობა ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორაში. თავისი შემოქმედებით მემკვდირეობაში მან განასახიერა მშობლიური ხალხის მუსიკალური აზროვნება ამაღლებული იდეები და ნაციონალური მეობა.
3) პროექტის აქტუალობა
ზ. ფალიაშვილის მრავალმხრივმა მოღვაწეობამ ატიურად შეუწყო ხელი ქართული სამუსიკო კულტურის განვითარებას, იგი მიჩნეულია ქართული ოპერის ფუძემდებლად. თავისი ოპერების მუსიკალური ენით საშვალება მისვა ადამიანებს ჩაეხედათ ქართველი ხალხის შინაგან სამყაროში, გაცნობოდნენ მის მსოფშეგრძნებას,ტემპერამენტს ,,მრერად სულს’’ მაღალ მხატვრულ ღირსებებთან ერთად. სწორედ ამ შემეცნებით ღირსშესანიშნავია უდიდესი მნიშვნელობა ,,აბესალომი და ეთერი’’ და ,,დაისი’’ ჭეშმარიტად კლასიკური ოპერისა, რომელთაც საყოველთაო აღიარება მოუპოვეს. იგი სამი შესანიშნავი ოპერის ავტორია ,,აბესალომი და ეთერი’’ ,,დაისი’’ და ,,ლატავრა’’.
პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეიძენენ კონკრეტულ ცოდნას ფალიაშვილის ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ოპერისა და ბალეტის ტეატრი შენობა, რომელიც მის სახელს ატარებს.
4) მიზნები
პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეიძენენ კონკრეტულ ცოდნას ფალიაშვილის ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ. მათ განუვითარდებათ თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და გამოტქმის უნარ-ჩვევები. გაიმდიდრებენ მუსიკალურ, ლექსიკურ მარაგს, შემოქმედებით და წარმოსახვით უნარებს. ასევე განივითარებენ ისტ-თან მუშაობის უნარჩვევებს და მის გამოყენებას სასწავლო პროცესში.
5) მოსწავლეთა ასაკი 13-14 წელი
6) ვადები - 2 კვირა
7) მოსალოდნელი შედეგი - (ფოტოები, კედლის გაზეთი, პრეზენტაცია და სპეკტაკლი)
8) პროექტის საჭირო რესურსი: ფურცელი, კალამი, ფორმატი, კომპოზიტორის სურათები, დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტ რესურსი.
9) პროექტის მსვლელობა (მიზნები და ამოცანები)
I ეტაპი - მოსწავლეთა ჯგუფს მიეცემა დავალება მოიძიონ ინფორმაცია ზ.ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ისინი მოახდენენ ზეპირ პრეზენტაციას
I I ეტაპი - მოიძიებს ინფორმაციას ზ. ფალიაშვილის ოპერეთა შესახებ. თუ როდის დაიწერა, როდის დაიდგა პირველად და ვინ არიან პირველი შემსრულებლები. ისინი იმუშავებენ ინფორმატიკის გამოყენებით მოამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას Power Point-ში
III ეტაპი - გააკეთეს პრეზენტაცია ოპერა ,,აბესალომ და ეთერის’’ მთავარი პარტიის შემსრულებელ ვანო სარაჯიშვილზე. მისი ხმის ჩაწერის დედნისა და თანამედროვე ტექნიკის საშვალებით მოახერხეს ვანოს ხმის სახის პირველადი აღდგენა.
პროექტის ბოლოს დავგეგმეთ ვიზიტი ოპერისა და ბალეტის თეატრში სპეკტაკლ ,,აბესალომ და ეთერიზე’’
10) საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მუსიკის ასოციაციური ბუნება ხელს უწყობს საგნის ინტეგრირებას სხვა დისციპლინებთან. მაგ. ვიზუალურ თეატრალურ ხელოვნებასთან, ცეკვასთან პოეზიასთან, მხატვრობასთან, ლიტერატურასთან, ისტორიასთან, მათემატიკასთან, ინფორმატიკასთან, ფიზიკასთან ა.შ. რაც სასწავლო პროცესს მიმზიდველობას ანიჭებს.
11) პროექტის ხელმძღვანელი - მერი კახიძე
13) პროექტის ვებ. გვერდი/ბლოგი MeriKaxidze.blogspot.com
No comments:
Post a Comment